ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა ციტატა

“ფრთხილად! ცეცხლს ეთამაშებით!…არ ვხუმრობ, არ იფიქროთ, რომ ვინმეს ვაშინებ…” – კახა კალაძე

[su_quote] თემა მარტივია და ძალიან მარტივი ენით ვიტყვი: როდესაც ჩვენი ქვეყნის შესაბამისი უწყება – სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, მოსალოდნელ საფრთხეებთან დაკავშირებით განცხადებას აკეთებს, დააკვირდით – რადიკალები, ოპოზიციის წარმომადგენლები რა განცხადებებს აკეთებდნენ ამ ყველაფერზე. მიზანმიმართული ქილიკი მიდის, რომ შესაბამისი უწყების დისკრედიტაცია მოახდინონ. ამის მცდელობა აქვთ, თუმცა ის, რაზეც სუს-ის მხრიდან იყო საუბარი, რეალობაა. არ იფიქროთ, რომ კონკრეტული დაჯგუფებები, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ, მხოლოდ თავიანთი თავებით მოქმედებენ. მათ აძლევენ კონკრეტულ მითითებებს, რა და როგორ უნდა გააკეთონ. მცდელობა აქვთ, რომ ქვეყანაში არეულობა მოხდეს და ხელისუფლება დაემხოს ყველანაირი გზით. მერწმუნეთ, არ ვხუმრობ, სრული სერიოზულობით ვამბობ ამას. არ იფიქროთ, რომ ვინმეს ვაშინებ. მინდა, ყველამ იცოდეს, რომ მშვიდად იყავით, მეგობრებო! ჩვენ ქვეყანასაც დავიცავთ, ჩვენ ხალხს, ამ ქვეყნის მომავალს და ხვალინდელ დღესაც! [/su_quote]

– განაცხადა თბილისის მერმა, კახა კალაძემ

იტვირთბა....