ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

„ყველა პოლიტიკური გარემოება მაძლევს იმის თქმის საშუალებას, რომ რუსული ოცნება უახლოეს მომავალში წაილეკება“ – ფავლენიშვილი

„მეტრონომი“ მიმდინარე ქვეყანაში ხმაურიან პროცესთან მიმართებით, ოპოზიციური პარტიების რესურსებზე, კონსოლიდაციის შესაძლებლობაზე „ნაციონალური მოძრაობის“ წევრს, ირაკლი ფავლენიშვილს ესაუბრა.

ფავლენიშვილის თქმით, მსგავს ვითარებებში, როგორც წესი, ოპოზიცია და საზოგადოება კონსოლიდაციას ახერხებს.

ის აღნიშნავს, რომ ქართველი ხალხი არ ეგუება ქვეყნის რუსიფიკაციას და, საბოლოო ჯამში, ფავლენიშვილს ყველა პოლიტიკური გარემოება აძლებს იმის თქმის საშუალებას, რომ რუსული ოცნება უახლოეს მომავალში წაილეკება.

[su_quote] უპირველესად მინდა აღვნიშნო, რომ მარტის დემონსტრაციებმა, 20 ივნისმა და მსგავსი ტიპის მოვლენებმა აჩვენა, რომ შეუძლებელია, ქართული საზოგადოება შეეგუოს ქვეყნის რუსიფიკაციას.

თუმცა ცხადია, რომ მიუხედავად ხალხის რეაქციისა, დასავლელი პარტნიორების მოწოდებებისა, ინტეგრაციის კუთხით შესაძლებლობის ახალი ფანჯრის გახსნისა, „ქართული ოცნება“ ქვეყნის ევროპული გზის საბოტაჟს აგრძელებს.

მთავრობა მოქმედებს ორი მიმართულებით.

ერთი არის რეკომენდაციების უგულებელყოფა, რომლებიც არის ჩვენი გზამკვლევი, რათა გავხდეთ ევროკავშირის წევრი. მათ შესრულებას მხოლოდ პოლიტიკური ნება სჭირდება.

მეორე მიმართულება არის რუსიფიკაცია. მაგალითად, ქვეყნის ფინანსურ სისტემას არ უფრთხილდებიან. თუკი საქართველოს ეროვნული და კერძო ბანკები საერთაშორისო სივრციდან გაითიშება, თუ ჩვენ აღმოვჩნდებით იზოლაციაში, გამოვა, რომ ჩვენ რუსულ სივრცეში უნდა ვპოვოთ მომავალი. ეს, უპირველესად, დამღუპველია ქართული ოჯახებისთვის, რომლებიც ფულად გზავნილებს იღებენ თავიანთი ოჯახების მიგრანტი წევრებისაგან.
ამავდროულად, ეს არის ჩვენი ქვეყნის გაწირვა დასავლეთის მხრიდან ფინანსური იზოლაციის კუთხით. როცა ფინანსური იზოლაციის საკითხი დგება, რომელ პოლიტიკური ინტეგრაციის პერსპექტივაზეა საუბარი.
რუსიფიკაციას ემსახურებოდა „რუსული კანონის“ მიღების მცდელობაც. ასევე გამარტივდა საქართველოს პასპორტის რუსეთის მოქალაქეებისთვის მიღება.

თუმცა ჩვენ გვყავს სამოქალაქო საზოგადოება, ოპოზიციური პარტიები, დასავლელი პარტნიორები, რომლებიც ამას არ ეგუებიან.
ამდენად, გარდაუვალად მიმაჩნია კონსოლიდაცია, რომელიც წალეკავს „ქართულ ოცნებას“. მკაფიოდ იკვეთება, რომ ჩვენ, პოლიტიკურ აქტორებსა და საზოგადოებას, შეგვიძლია კონსოლიდაცია და „ოცნების“ დამარცხება. ეს უახლოეს თვეებში კიდევ უფრო ცხადი გახდება.

ყველა პოლიტიკური გარემოება მაძლევს იმის თქმის საშუალებას, რომ რუსული ოცნება უახლოეს მომავალში წაილეკება. მთავარი აქტორი, რა თქმა უნდა, იქნება ქართველი ხალხი და მათ ხელში მნიშნელოვანი ინსტრუმენტი იქნება ოპოზიციური პარტიები, რომელმაც, მათ შორის, ერთიანობა აჩვენა გუშინაც. [/su_quote]

– განაცხადა ირაკლი ფავლენიშვილმა „მეტრონომთან“ ინტერვიუში.

შეგახსენებთ, გუშინწინ საქართველოს ეროვნულმა ბანკმა გაავრცელა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, სებ-მა საქართველოს მოქალაქეებისთვის გამონაკლისი დაადგინა და სანქციათა რეჟიმების შესრულების წესი შეცვალა.

ბრძანების მიხედვით, საქართველოს მოქალაქეებთან დაკავშირებით სანქციები შედის ძალაში, თუკი მათ წინააღმდეგ გადაწყვეტილებას სასამართლო მიიღებს.

3 დღის წინ აშშ-ს მიერ დასანქცირებულ ყოფილ გენერალურ პროკურორს, ოთარ ფარცხალაძეს სებ-მა ანგარიშები გაუყინა, თუმცა მისი ფსბ-ს აგენტობა ამერიკული მხარის მიერაა დადგენილი და არა ქართული სასამართლოს განაჩენის მიხედვით, ამიტომ ფარცხალაძეს ანგარიშებზე წვდომა აღუდგება.

გუშინ იუსტიციის სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ფარცხალაძეს საქართველოს მოქალაქეობა შეუწყდება. დოკუმენტი ხელმოსაწერად პრეზიდენტს უკვე გაეგზავნა.

ასევე მედიაში გავრცელებული ცნობით, გუშინ, 20 სექტემბერს, ფარცხალაძემ თავისი ქონება შვილის სახელზე გადააფორმა.

იტვირთბა....