[su_quote] საბოლოო ჯამში, რა შედეგი მივიღეთ – ერთი, რომ პრაქტიკულად 150-ვე კაცზე ვრცელდება იმ სიიდან სანქციები, არავითარი პრობლემა არაფერს არ ექმნება, არც საბანკო სექტორს, არც ძალიან მნიშვნელოვანი რეგულაცია იქნა შემოღებული, რომლის მიხედვითაც საქართველოს მოქალაქეების და ქართული კომპანიების კონსტიტუციური უფლებები ვერ იქნება დარღვეული და ასევე, ეროვნული ბანკი გასუფთავდა. იდეალური სურათი მიიღო სახელმწიფომ ამ ყველაფრიდან. ზოგი ჭირი მარგებელია – არის ასეთი გამოთქმა. ამ შემთხვევაში, ერთდღიანი ჭირის დატრიალება სცადა ოპოზიციამ, მაგრამ საბოლოო ჯამში, საკუთარი თავი დაისაჯეს. [/su_quote]
– განაცხადა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტებისა და ასევე ხელმძვანელის მრჩევლის მიერ თანამდებობების დატოვების შესახებ.
შეგახსენებთ, გუშინ სებ-ის ხელმძღვანელის, ნათია თურნავას ხმაურიანი გადაწყვეტილების გამო, ეროვნულ ბანკში თანამდებობები დატოვეს ნიკოლოზ გაგუამ, არჩილ მესტვირიშვილმა, პაპუნა ლეჟავამ (ვიცე-პრეზიდენტების) და გიორგი ბაქრაძემ (პრეზიდენტის მრჩევლის).
აღნიშნულ ბრძანებას გაეცანით აქ.