ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

პარლამენტში დაძაბულობა გრძელდება – ერთმანეთს მდინარაძე და სამნიძე დაუპირისპირდნენ.

მეორე დღეა, პარლამენტში დაძაბულობა გრძელდება. დღევანდელ სხდომაზე ერთმანეთს მდინარაძე და სამნიძე დაუპირისპირდნენ.

სიტყვით გამოსვლისას, ოპოზიციონერი დებუტატი ხელისუფლებას ადანაშაულებდა, რომ მთელი მმართველი გუნდი ფარცხალაძეს გადაეფარა. სწორედ ამ დროს გაუთიშა მას პაპუაშვილმა მიკროფონი.

ნებისმიერი საკითხი, რომელიც აქ იხილება პარლამენტში, თუნდაც მესამე მოსმენის და რედაქციული ხასიათის მოსმენის დროს, ეხება ამ ქვეყნის მომავალს და ამ ქვეყნის მომავალს პირდაპირ უკავშირდება ის, რაც ჩაიდინეთ გუშინ. სამინისტროს წარმომადგენელი საუბრობს და გვესაუბრება საკითხზე, როცა ქვეყანაში უსაფრთხოების სამსახურიც კი აღარ მუშაობს და დასანქცირებულ ადამიანს გადაეფარა უსაფრთხოება 10 დღე და მერე უხარია მოქალაქე აღარ არისო. – ხათუნა სამნიძე.

ამის შემდეგ სამნიძე და მდინარაძე ლამის ფიზიკურად შეეხნენ ერთმანეთს.

იტვირთბა....