ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

„ფარცხალაძემ შვილს გადაუფორმა მიწა, რომელზეც მისივე აშენებული ეკლესიაცაა“ – რას ამბობდა მამა ბასილ ჟორჟიკაშვილი რამდენიმე დღის წინ

მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, აშშ-ს მიერ სანქცირებულმა ყოფილმა მთავარმა პროკურორმა, ოთარ ფარცხალაძემ 20 სექტემბერს შვილს, სხვა ქონებებთან ერთად, ეკლესიაც გაუფორმა.

ტაძარი მან ტაბახმელაში, სოფელ წავკისში, 2058 კვადრატული მეტრის ფართობის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე თავად ააშენა.

წინამძღვარი, რომელიც ეკლესიის მშენებლობის პროცესში პირადად იყო ჩართული არ მალავს, რომ ეკლესია ფარცხალაძეს ეკუთვნის.

“ოთარ ფარცხალაძემ თავის ნაკვეთზე ააშენა, პროცედურა მომზადდა, საბუთები მომზადდა, გაიმიჯნა და გადაეცემა საპატრიარქოს. თავის ნაკვეთზე ააშენა ადამიანმა, ეს ასე ხდება, ჩვეულებრივად, საბუთები გამზადებულია, გამიჯნულია და უკვე გადმოეცემა საპატრიარქოს”, – ამბობდა მამა ბასილ ჟორჟიკაშვილი 16 სექტემბერს “მთავარ არხთან”.

იტვირთბა....