პოლიტიკა

“უკრაინა დანაშაულის ადგილია, დამნაშავე სწორედ ამ ოთახში ზის და იცით, ვინც ხართ” – შარლ მიშელის მიმართვა გაეროს უშიშროების საბჭოში გამართულ დებატებზე

„უკრაინა დანაშაულის ადგილია. დამნაშავე სწორედ ამ ოთახში ზის. იცით, ვინც ხართ. კრემლი ძველი რუსული იმპერიის აღდგენაზე ოცნებობს. უკრაინის შემდეგ, ვინ იქნება შემდეგი? ვინ იქნება შემდეგი, ვინც დააკმაყოფილებს პუტინის წარსულის ფანტაზიას? და თუ რუსეთი უკრაინაში წარმატებას მიაღწევს, რომელ ქვეყნებს ჩააგდებს განსაცდელში მისი ქმედებების კოპირება? ამ დანაშაულის ადგილზე ჩვენც გვყავს მსხვერპლი, ის, ვისაც თავს დაესხნენ. უკრაინა და ყველა უკრაინელი იბრძვის ომში, რომელიც არ დაუწყიათ, იცავენ თავიანთ ქვეყანას ომისგან, რომელიც არ სურდათ და იცავენ შვილებს ტანჯვისგან, რომელსაც არავინ იმსახურებს“ – განაცხადა შარლ მიშელმა.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა გაერო-ს წევრ ქვეყნებს მოქმედებისკენ მოუწოდა. მან ასევე ჩინეთს მიმართა დაარწმუნოს რუსეთი, რომ უკრაინის წინააღმდეგ ომი დაასრულოს.

იტვირთბა....