ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“ისინი საკუთარ თავს იცავენ მომავალი სანქცირებებისგან…სწორედ ამიტომ გადაეფარნენ ფარცხალაძეს” – რას ჰყვება იაგო ხვიჩია “მეტრონომთან” საუბრისას

„გირჩის“ ლიდერი იაგო ხვიჩია “მეტრონომთან” საუბრისას ეხმიანება გუშინდელ ნათია თურნავას გადაწყვეტილებას, რომელმაც საგამონაკლისო ბრძანება გამოსცა და ქართული ბანკებისთვის სანქციათა რეჟიმების შესრულების წესი შეცვალა. ის აღნიშნავს, რომ სები არც დამოუკიდებელი ორგანო არ არის და არც მიუკერძოებელი, ის უბრალოდ მთავრობის ერთ-ერთი დეპარტამენტია.

“ფარცხალაძის საქმესთან დაკავშირებით დადასტურდა ის ფაქტი ,რომ სები არც დამოუკიდებელი ორგანო არ არის, არც მიუკერძოებელი არაა, ის არის მთავრობის ერთ-ერთი დეპარტამენტი, რომელსაც მთავრობა გამოიყენებს ნებისმიერი მიზნით და ამითი საბოლოო ჯამში მიუკერძოებელი, დამოუკიდებელი, მარეგულირებელი, ბანკთა ბანკი და ასეთი იდიოტური სიტყვების ერთობლიობამ აზრი დაკარგა ეროვნულ ბანკთან დაკავშირებით. გასაგებია, რომ ისინი იმდენად არიან შეკრულები ხელისუფლებასთან, რომ მთავარი პარტნიორების სანქციების ასრულებას მოსახლეობისთვის არ აპირებენ, იმისთვის რომ დაიცვან ფარცხალაძის ტყავი, ისინი საკუთარ თავს იცავენ მომავალი სანქცირებებისგან, რომ მომავალში როდესაც მთავრობის წევრებს დაუწესდებათ სანქციები, ამან არ იმოქმედოს და სწორედ ამიტომ გადაეფარნენ ფარცხალაძეს.”

იტვირთბა....