ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“სიღარიბისთვის და გაუბედურებული ყოფისთვის გაწირეს ხალხი, ეს პრაქტიკულად სახელმწიფოს განადგურებაა” – რას ჰყვება თაკო ჩარკვიანი “მეტრონომთან” საუბრისას

პარტია “კანონის და სამართლის” ლიდერი თაკო ჩარკვიანი “მეტრონომთან” ინტერვიუში ეხება გუშინდელ ამბავს,როდესაც ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ნათია თურნავამ საგამონაკლისო ბრძანება გამოსცა და ქართული ბანკებისთვის სანქციათა რეჟიმების შესრულების წესი შეცვალა. მისი თქმით, ეს სახელმწიფოს გაწირვა და განადგურებაა, მეტიც მსგავსი ნაბიჯი არავისგან არ მოუსმენია.

“ჩეპეა ქვეყანაში, ეს პრაქტიკულად სახელმწიფოს გაწირვა, განადგურებაა, მსგავსი ნაბიჯი არავისგან არ მომისმენია. ჩვენ ოკუპირებულები ვართ, დღეს უნდა დავრჩენილიყავით წულუკიანთან, რომლის წარდგენილიც არის ფარცხალაძე. ეს არის ბმა და არ გეგონოთ შემთხვევითობა. წულუკიანს ჰყავს მრჩევლად ვინმე იოსებ ჭუმბურიძე, რომელიც ცნობილი იყო ჩვენი მშობლების თაობაში როგორც ანონიმშიკი, ეს არის ქსელი. არც ის გეგონოთ შემთხვევითობა, რომ წულუკიანის წარდგენილია ოთარ ფარცხალაძე. ქვეყანა გაწირეს იმისთვის რაც შეიძლება მოსალოოდნელი აღმოჩნდეს, სიღარიბისთვის და გაუბედურებული ყოფისთვის გაწირეს ხალხი. საზოგადოებამ თუ არ შევუშალეთ ხელი და შევუწყეთ ხელი სახელმწიფოს ნგრევაში, მაშინ გადააბარეს ქვეყანა და ეგ არის. “

იტვირთბა....