ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

“ყარაბაღის სეპარატისტული რეჟიმი დანებდა აზერბაიჯანს” – რას ამბობს ზურაბ ბატიაშვილი “მეტრონომთან”

“ყარაბაღის სეპარატისტული რეჟიმი დანებდა აზერბაიჯანს” – ამის შესახებ სამხედრო ექსპერტმა ზურა ბატიაშვილმა “მეტრონომთან” ინტერვიუში განაცხადა.

“რამდენიმე წუთის წინ ყარაბაღის სეპარატისტული რეჟიმი დანებდა. ხელი მოაწერა ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებას და განიარაღებას. ანუ მოხდება რეგიონის ინტეგრაცია აზერბაიჯანის შემადგენლობაში. შეგვიძლია ვთქვათ, რომ ამით დასრულდა ერთ დღიანი ბრძოლები” – აღნიშნა ბატიაშვილმა.

ექსპერტმა სომხეთში მიმდინარე საპროტესტო აქციებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ რუსეთი ცდილობს პრემიერ ფაშინიანის ჩამოგდებას.

“სომხეთში რუსეთი ცდილობს, რომ შეცვალოს ფაშინიანი და მის ადგილას მოიყვანოს პრორუსულად განწყობილი ძალები. ჯერჯერობით არ გამოსდის ეს, თუმცა საპროტესტო აქციები კიდევ იქნება.
სომხეთში არის უკმაყოფილება ხალხის ერთ ნაწილში ყარაბაღის გადაწყვეტილებასთან დაკავშირები, თუმცა ეს რამდენი პროცენტია ძნელი სათქმელია, იმიტომ რომ ბევრი რამ იქნება პოლიტიკოსების ქცევაზე დმაოკიდებული” – განაცხადა “მეტრონომთან” ბატიაშვილმა.

იტვირთბა....