თბილისის საქალაქო სასამართლოში 7 ნოემბრის საქმეზე საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის და მასთან ერთად ბრალდებული ყოფილი მაღალჩინოსნების სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.
სხდომას მიხეილ სააკაშვილი დისტანციურად ესწრება. ის საზოგადოებას ამ წუთებში სიტყვით მიმართავს.
მივესალმები სრულიად საქართველოს, ჯერ კიდევ სუსტად ვარ, მაგრამ ჩემს სულს ვერაფერი ვერ გატეხს, რადგან ის ეკუთვნის ქართველ ხალხს”, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
პროცესის პარალელურად, თბილისის საქალაქო სასამართლოსთან შეკრებილები არიან მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერები.