არ გამოვრიცხავ, საბანკო სექტორის მიმართ გაჩნდეს ისეთი დამოკიდებულება საზოგადოებაში, რომ პანიკა შეიქმნას – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ განაცხადა.
“გამოვრიცხავ იმას, რომ უსამართლოდ მოგექცევა ვინმე მაშინ, როცა ასეთი სერიოზული საკითხია, არ მინდა ასეთი რწმენა მქონდეს, რომ საქართველოს მიმართ ვინმემ შეიძლება არასამართლიანი გადაწყვეტილება მიიღოს, მაგრამ არ გამოვრიცხავ რომ თქვენ და ნებისმიერი სხვა ეცდება საბანკო სექტორის მიმართ გაჩნდეს ისეთი დამოკიდებულება საზოგადოებაში, რომ შეიქმნას პანიკა და ამ პანიკის შექმნას ემსახურება ყველა აქცია, რომელსაც თქვენ გეგმავთ”- განაცხადა ვოლსკიმ.

