ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

მიხეილ სააკაშვილი საკუთარ სასამართლო პროცესს დისტანციურად ერთვება

ამ წუთებში საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი საკუთარ სასამართლო პროცესზე განცხადებას აკეთებს. მიხეილ სააკაშვილი “7 ნოემბრის საქმეზე” სასამართლო პროცესზე ვიდეოზარით ჩაერთო.

“მივესალმები სრულიად საქართველოს, ჯერ კიდევ სუსტად ვარ, მაგრამ ჩემს სულს ვერაფერი ვერ გატეხს, რადგან ის ეკუთვნის ქართველ ხალხს”, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

სასამართლო სხდომაზე ადვოკატები, სავარაუდოდ, მტკიცებულებების ხელახლა გამოკვლევის შუამდგომლობას დააყენებენ, ვინაიდან მოსამართლეთა კოლეგიიდან ერთ-ერთი საქმის განხილვაში ახლახან ჩაერთო.

იტვირთბა....