თსუ-ს აკადემიური საბჭო კიდევ ერთმა წევრმა, პროფესორმა გიორგი გოგსაძემ დატოვა. როგორც მან განაცხადა, წამოსვლის მიზეზი მისი აკადემიურ საბჭოში მუშაობის სურვილის არქონაა.
“წამოვედი იმიტომ, რომ სურველი აღარ მაქვს გავაგრძელო მუშაობა აკადემიურ საბჭოში. რადგან ვთვლი, რომ ვერ მოვახერხებ იმის რეალიზაციას რაც მინდა. ჩემს თავზე ძალიან დიდ პასუხისმგებლობას ვიღებ, ჩემი დანაშაულიც არის იმაში, რომ აკადემიური საბჭო თავიდან პასიური იყო. მაგრამ, ვფიქრობ, რომ არასწორი შეფასებები კეთდებოდა მთელი ამ დროის განმავლობაში, არასწორი აქცენტები იყო დასმული, ნაწილი სტუდენტების გამოვიყვანეთ გმირებად, ნაწილი გამოვიყვანეთ ზონდერებად და ქურდებად, რაც დაუშვებელია. უნივერსიტეტი უნდა იყოს ერთიანი. ამ ერთიანობას ხელი უნდა შეეუწყოს, როცა ეს არ ხდება, მივიღე ის გადაწყვეტილება, რომელიც მივიღე”, – განაცხადა გოგსაძემ.
შეგახსენებთ, რომ აკადემიური საბჭო გუშინ კიდევ ერთმა წევრმა, პროფესორმა მარიამ გერსამიამ დატოვა. „აუდიტორია 115-ის“ სტუდენტებმა უნივერსიტეტის შენობა დატოვეს. როგორც ისინი ამბობენ, შაბათს აუდიტორიაში კვლავ დაბრუნდებიან, მანამადე კი სწავლის აღდგენის ინტერესიდან გამომდინარე ტოვებენ უნივერსიტეტს. რაც შეეხება სტუდენტურ თვითმმართველობას, ისინი კვლავ რექტორის გადადგომას მოითხოვენ.