ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“რუსეთი გააგრძელებს ცხინვალის დახმარებას “ეროვნული უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად” – პუტინის მილოცვა გაგლოევს

რუსეთის პრეზიდენტის მიერ დროებით ოკუპირებული ცხინვალის დე ფაქტო პრეზიდენტისთვის ე.წ. რესპუბლიკის დღესთან დაკავშირებით გაგზავნილ მილოცვაში ნათქვამია : “მინდა დავადასტურო, რომ რუსეთი გააგრძელებს სამხრეთ ოსეთის ხელისუფლების დახმარებას”

“მინდა დავადასტურო, რომ რუსეთი გააგრძელებს სამხრეთ ოსეთის ხელისუფლებისა და ხალხის დახმარებას ეროვნული უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, ასევე სახელმწიფოს მშენებლობისა და სოციალურ-ეკონომიკური განვითარების პრობლემების გადასაჭრელად”, – ნათქვამია წერილში.

პუტინი ამბობს, რომ რუსეთი დიდ მნიშვნელობას ანიჭებს “სამხრეთ ოსეთთან მეგობრული და კეთილმეზობლური ურთიერთობების” განვითარებას, ორმხრივ თანამშრომლობას სხვადასხვა სფეროში.

იტვირთბა....