ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

დღეს მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი გაიმართება

დღეს, 20 სექტემბერს, “7 ნოემბრის საქმეზე” საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის და ყოფილი მაღალჩინოსნების სასამართლო პროცესი გაიმართება.

სხდომა თბილისის საქალაქო სასამართლოში 12:00 საათზეა ჩანიშნული. მიხეილ სააკაშვილი სასამართლო პროცესს, შესაძლოა, დისტანციურად ჩაერთოს. წინა სხდომა, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო გადაიდო და მან პროცესში დისტანციურად მონაწილეობა ვერ შეძლო. დღეს ადვოკატები, სავარაუდოდ, მტკიცებულებების ხელახლა გამოკვლევის შუამდგომლობას დააყენებენ, ვინაიდან მოსამართლეთა კოლეგიიდან ერთ-ერთი საქმის განხილვაში ახლახანს ჩაერთო.

იტვირთბა....