რუსეთში, სოჭის ადლერის რაიონში, ნავთობის საცავსა და სოჭის აეროპორტის მახლობლად ხანძარი გაჩნდა. სოჭის მერიის პრესსამსახური ამბობს, რომ ცეცხლი გაჩნდა საწვავის და საპოხი მასალების საწყობში.
“საწყობის ტერიტორიაზე იწვოდა ნავთობპროდუქტების ცარიელი ავზი, დამწვარი ფართობი დაახლოებით 100 კვადრატული მეტრია”, – აცხადებენ ქალაქის ადმინისტრაციაში.
პროპაგანდისტული მედია “რია” წერს, რომ სოჭის აეროპორტი არ დახურულა და ჩვეულ რეჟიმში გააგრძელა მუშაობა.