ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

„EU-ს სტატუსი ცხვირწინ გამოგვაცალეს, არ ეყოთ და ახლა იზოლირებულ და დასანქცირებულ ქვეყნად უნდათ რომ გვაქციონ!“ – ლომჯარია სებ-ის გადაწყვეტილებაზე

საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, სებ-მა საქართველოს მოქალაქეებისთვის გამონაკლისი დაადგინა და სანქციათა რეჟიმების შესრულების წესი შეცვალა.

ბრძანების მიხედვით, საქართველოს მოქალაქეებთან დაკავშირებით სანქციები შედის ძალაში, თუკი მათ წინააღმდეგ გადაწყვეტილებას სასამართლო მიიღებს.

გუშინ აშშ-ს მიერ დასანქცირებულ ყოფილ გენერალურ პროკურორს, ოთარ ფარცხალაძეს სებ-მა ანგარიშები გაუყინა, თუმცა მისი ფსბ-ს აგენტობა ამერიკული მხარის მიერაა დადგენილი და არა ქართული სასამართლოს განაჩენის მიხედვით, ამიტომ ფარცხალაძეს ანგარიშებზე წვდომა აღუდგება.

სებ-ის აღნიშნულ გადაწყვეტილებას სოციალური ქსელით ყოფილი სახალხო დამცველი, ნინო ლომჯარია გამოეხმაურა.

„მოკლედ, რა იქნება ამის შემდეგ: ამერიკული სანქციების გვერდის ავლა ქვეყნის საბანკო სისტემის მიერ იწვევს გარდაუვალ და უფრო მძიმე სანქციებს. ეს სანქციები უკვე შეეხებათ არა მხოლოდ ფარცხალაძისნაირ რუსეთის აგენტებს, არამედ, მთლიანად საბანკო სისტემას, ბიზნესს, რიგით მოქალაქეებს.
ის რომ ევროკავშრის სტატუსი ცხვირწინ გამოგვაცალეს არ ეყოთ და ახლა იზოლირებულ და დასანქცირებულ ქვეყნად უნდათ რომ გვაქციონ!
ნათია თურნავა ხარ თუ ვინც ხართ მანდ საქართველოს ეროვნული ბანკი • National Bank of Georgia დროზე გააუქმეთ ეგ სამარცხვინო ბრძანება სანამ მოთმინება გვყოფნის, რუსეთის აგენტებს გადაგაყოლებინებთ ახლა ზუსტად ამ ქვეყანას და ჩვენი შვილების მომავალს! სამარცხვინოებო თქვენ!“, – წერს ის.

იტვირთბა....