ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

„სებ-ის გადაწყვეტილება საფრთხის ქვეშ აყენებს საქართველოს საბანკო სისტემას; საქართველო კიდევ უფრო შორდება EU-ს პოლიტიკას“ – „ლელო“

საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, სებ-მა საქართველოს მოქალაქეებისთვის გამონაკლისი დაადგინა და სანქციათა რეჟიმების შესრულების წესი შეცვალა.

ბრძანების მიხედვით, საქართველოს მოქალაქეებთან დაკავშირებით სანქციები შედის ძალაში, თუკი მათ წინააღმდეგ გადაწყვეტილებას სასამართლო მიიღებს.

გუშინ აშშ-ს მიერ დასანქცირებულ ყოფილ გენერალურ პროკურორს, ოთარ ფარცხალაძეს სებ-მა ანგარიშები გაუყინა, თუმცა მისი ფსბ-ს აგენტობა ამერიკული მხარის მიერაა დადგენილი და არა ქართული სასამართლოს განაჩენის მიხედვით, ამიტომ ფარცხალაძეს ანგარიშებზე წვდომა აღუდგება.

აღნიშნულ ცვლილებას გამოეხმაურა პარტია „ლელო“.

„ „ლელოს“ განცხადება

“სებ-ის ბრძანება ადასტურებს, რომ სახელმწიფო ინსტიტუტები სრულად მიტაცებულია. რომ არა ბიძინა ივანიშვილის პირადი მითითება, ეროვნული ბანკის გადაწყვეტილების შეცვლას ვერავინ გაბედავდა.
საქართველოს სახელმწიფოს მიმართ მტრული სახელმწიფოს დაზვერვის სამსახურის ინტერესების გატარებაში ბრალდებული პირის ინტერესების დასაცავად, სებ-ი საფრთხის ქვეშ აყენებს საქართველოს საბანკო სისტემას და მის რეპუტაციას, ასევე, ყველა მოქალაქეს, ვინც ამ სისტემით სარგებლობს. ეს ნაბიჯი ქვეყნის ინტერესების წინააღმდეგ დივერსიის ტოლფასია.
ამერიკის შეერთებული შტატების ხაზინის მიერ სანქცირებული ფარცხალაძის ბედი, ნათია თურნავასა და საბჭოს წევრების გადაწყვეტილებით, ასევე ამერიკის მიერ სანქცირებული მოსამართლეების გადასაწყვეტი ხდება, ეს ამ ხელისუფლების არაადეკვატურობისა და ანტიეროვნულობის კიდევ ერთი მაგალითია.
ამ გადაწყვეტილებით, საქართველო კიდევ უფრო შორდება ევროკავშირის პოლიტიკას. რუსული ხელისუფლება აგრძელებს საქართველოს ევროპული გზის საბოტაჟს!“, – აღნიშნულია პარტიის ლიდერი, მამუკა ხაზარაძის facebook-გვერდზე გამოქვეყნებულ პოსტში.

 

იტვირთბა....