ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

„საბანკო კრიზისი გინდათ შექმნათ? პირდაპირ МИР-ის ბარათს შეგვაერთეთ ბარემ“ – უგულავა ეროვნულ ბანკს

საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, სებ-მა საქართველოს მოქალაქეებისთვის გამონაკლისი დაადგინა და სანქციათა რეჟიმების შესრულების წესი შეცვალა.

ბრძანების მიხედვით, საქართველოს მოქალაქეებთან დაკავშირებით სანქციები შედის ძალაში, თუკი მათ წინააღმდეგ გადაწყვეტილებას სასამართლო მიიღებს.

გუშინ აშშ-ს მიერ დასანქცირებულ ყოფილ გენერალურ პროკურორს, ოთარ ფარცხალაძეს სებ-მა ანგარიშები გაუყინა, თუმცა მისი ფსბ-ს აგენტობა ამერიკული მხარის მიერაა დადგენილი და არა ქართული სასამართლოს განაჩენის მიხედვით, ამიტომ ფარცხალაძეს ანგარიშებზე წვდომა აღუდგება.

სებ-ის ამ გადაწყვეტილებას სოციალური ქსელით გამოეხმაურა თბილისის ყოფოლი მერი გიგი უგულავა.

„საქართველოს ეროვნული ბანკი • National Bank of Georgia საბანკო კრიზისი გინდათ შექმნათ? ფარცხალაძის გამო სანქცირების წესი შეცვალეთ. აწი თავად სანქცირებულ მურუსიძეზე იქნება აღსრულება დამოკიდებული. საბანკო კრიზისს მივიღებთ და უამრავ ადამიანს და ბიზნესს დააზარალებთ. პირდაპირ МИР-ის ბარათს შეგვაერთეთ ბარემ. ძალიან სერიოზული კატასტროფა მოყვება ამას და გასაგებია რასაც აკეთებთ. ამას ფარცხალაძისთვის არ იზამდით. ბიძინა ივანიშვილის სანქცირებისთვის ემზადებით და მზად ხართ ყველაფერი დაანგრიოთ. ძალიან მძიმე შედეგები ექნება ამას“, – აღნიშნულია პოსტში.

 

იტვირთბა....