ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

„პრეზიდენტი იუსტიციის სამინისტროდან ელოდება ოთარ ფარცხალაძისთვის საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტაზე დასკვნას, რომელსაც დაუყოვნებლივ დააკმაყოფილებს“

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა, სოციალური ქსელით აშშ-ს მიერ დასანქცირებული ყოფილი გენერალური პროკურორის, ოთარ ფარცხალაძის შესახებ პოსტი გამოაქვეყნა.

„პრეზიდენტი იუსტიციის სამინისტროდან ელოდება ოთარ ფარცხალაძისთვის საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტაზე დასკვნას, რომელსაც დაუყოვნებლივ დააკმაყოფილებს“, – აღნიშნულია პოსტში.

შეგახსენებთ, აშშ-მ ფარცხალაძე ფსბ-ს აგენტობისა და ქართულ საზოგადოებაზე ნეგატიური გავლენის გატარების მოტივით დაასანქცირა.

ამასთან, გავრცელებული ინფორმაციით, ფარცხალაძე რუსეთის მოქალაქე ისე გახდა, რომ საქართველოს მოქალაქეობა არ შეწყვეტია.

იტვირთბა....