ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

„ქართულმა ოცნებამ“ “დეოლიგარქიზაციის შესახებ“ კანონპროექტი კენჭისყრაზე ჩააგდო

უმრავლესობამ “დეოლიგარქიზაციის შესახებ“ კანონპროექტი მესამე მოსმენით, კენჭისყრაზე ჩააგდო.

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა, კანონპროექტი დღეს პლენარულ სხდომაზე მესამე მოსმენით წარადგინა.

პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა უმრავლესობას კენჭისყრის წინ მოუწოდა, არ დაეჭირათ მხარი კანონპროექტისთვის.

კანონპროექტის ჩაგდების შესახებ განცხადება გუშინ, 18 სექტემბერს, „ოცნების“ თამჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ გააკეთა.

მისი თქმით, მთავრობის სამოქმედო გეგმის მოწონების პირობებში, პარლამენტის მიერ ორი მოსმენით მიღებულმა „დეოლიგარქიზაციის შესახებ“ კანონმა პრაქტიკული აქტუალობა დაკარგა.

დეოლიგარქიზაციის სამოქმედო გეგმა ღარიბაშვილის მეთაურობით, საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის კომისიის 68-ე სხდომაზე 14 სექტემბერს მიიღეს.

შეგახსენებთ, 12 ივნისს ვენეციის კომისიამ დეოლიგარქიზაციის შესახებ საბოლოო დასკვნა გამოაქვეყნა და კანონის მიღებას რეკომენდაცია არ გაუწია.

იტვირთბა....