ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

„გამოიცანით რა ბედი ელის მას…“ – მედვედევი ფანიშიანზე

რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე დიმიტრი მედვედევი ტელეგრამ-ზე სომხეთ-აზერბაიჯანს შორის მიმდინარე მოვლენებს გაეხმაურება.

გამოხმაურება სომხეთის პრემირ-მინისტრს, ნიკოლ ფაშინიანს მიემართება.

„ერთ დღეს ჩემმა ერთ-ერთმა კოლეგამ მოძმე ქვეყნიდან მითხრა: „მე ხომ თქვენთვის უცხო ვარ, არ მიმღებთ“. მე ვუპასუხე, რაც უნდა მეპასუხა: „ჩვენ ვიმსჯელებთ არა ბიოგრაფიით, არამედ მოქმედებებით”. შემდეგ მან წააგო ომი, მაგრამ უცნაურად დარჩა თავის ადგილას. შემდეგ მან გადაწყვიტა რუსეთისთვის დაებრალებინა თავისი უღიმღამო დამარცხება. შემდეგ მან დათმო თავისი ქვეყნის ტერიტორიის ნაწილი. მერე ნატო-სთან ფლირტი გადაწყვიტა და ცოლი გამომწვევად წავიდა ჩვენს მტრებთან ფუნთუშებით. გამოიცანით რა ბედი ელის მას…“ – აღნიშნა მედვედევმა.

შეგახსენებთ, დღეს სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ “აზერბაიჯანმა მთიანი ყარაბაღის ხალხის წინააღმდეგ მორიგი ფართომასშტაბიანი აგრესია დაიწყო”.

იტვირთბა....