ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

„სალომე ზურაბიშვილს ეძახდნენ „სტრეკაზას“ კონკრეტული ადამიანები“ – კობახიძე რუსეთის აგენტობაზე

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ, დღეს კიდევ ერთხელ ისაუბრა აშშ-ს მიერ სანქცირებული ყოფილი გენერალური პროკურორის, ოთარ ფარცხალაძის საქმეზე.

კობახიძე ასევე გამოეხმაურა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის განცხადებასაც ამ საკითხთან დაკავშირებით.

„ფბს-ს აგენტობა, როდესაც საქართველოს მოქალაქე ხდება უცხო ქვეყნის აგენტი, განსაკუთრებით იმ ქვეყნის, სახელმწიფოს აგენტი, რომელსაც ოკუპირებული აქვს ქვეყნის ტერიტორიების 20% ეს ჩვენი კანონმდებლობის თანახმად, არის სისხლის სამართლის დანაშაული. მაგრამ, ასეთ დროს ხდება რა, წარმოებს შესწავლა, გამოძიება, შემდეგ საქმე მიდის სასამართლოში და თუ დადგინდება, რომ პირი მართლაც არის აგენტი, ამას სჭირდება მტკიცებულებები, ასეთ შემთხვევაში, სახელმწიფო იღებს შესაბამის ზომებს. შესაბამისად, აბსოლუტურად ლოგიკურია საუბარი იმაზე, რომ ჩვენ გვჭირდება მტკიცებულებები. არ შეიძლება ადამიანს დაუძახო აგენტი, სალომე ზურაბიშვილმაც პრაქტიკულად იგივე გაიმეორა, ვიღაცას ეძახის აგენტს და მე კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ სალომე ზურაბიშვილს ეძახდნენ სტრეკაზას კონკრეტული ადამიანები. მტკიცებულება ხომ არის საჭირო, წარმოადგინონ, ვის უმალავენ?! საზოგადოებას უმალავენ?! არ არსებობს ასეთი მტკიცებულება”, – განაცხადა კობახიძემ.

შეგახსენებთ, პრეზიდენტმა თქვა, რომ „ყველაზე დიდი უბედურებაა, როცა ქვეყანაში გენერალური პროკურორი „ეფესბეს“ თუ „კაგებეს“ აგენტი ყოფილა”.

იტვირთბა....