ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“ყველაზე დიდი უბედურებაა, როცა ქვეყანაში გენერალური პროკურორი „ეფესბეს“ თუ „კაგებეს“ აგენტი ყოფილა” – სალომე ზურაბიშვილი

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი  აშშ-ის მიერ სანქცირებული ოთარ ფარცხალაძის საქმეზე გამოძიების დაწყებას ითხოვს, რადგან საზოგადოებას დეტალური პასუხები უნდა გაეცეს.

„ბატონმა კახამ [კალაძე] მგონი, თქვა, რომ ყველაზე დიდი უბედურება თურმე ჩემი ვიზიტებია ევროპაში. არა ბატონო კახა, ყველაზე დიდი უბედურება არის ის, როცა ქვეყანაში გენერალური პროკურორი ყოფილა „ეფესბეს“ თუ „კაგებეს“ აგენტი. ეს არის ყველაზე დიდი უბედურება და კიდევ უფრო დიდი უბედურება არის, როცა ამის შესახებ არ არის ისეთი ფორიაქი ყველა იმ უწყებაში, რომელიც უნდა ამას დღეს იძიებდნენ და პასუხისმგებლობა მათზე არის. მე აქ, თქვენს წინაშე მოვითხოვ, რომ საზოგადოებას პასუხი გაეცეს დეტალურად, დეტალური გამოძიებით. ეს არის არა თხოვნა, არამედ მოთხოვნა“, – განაცხადა პრეზიდენტმა.

იტვირთბა....