ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“360 ათას ასაკით პენსიონერს და სოციალური პენსიის მიმღებს კრედიტი აქვს” – კირკიტაძე

360 ათას ასაკით პენსიონერს და სოციალური პენსიის მიმღებს კრედიტი აქვს – აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია პარლამენტის “ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა დავით კირკიტაძემ გააჟღერა.

“მიუხედავად იმისა, რომ არნახულად დიდია საპენსიო კრედიტის პროცენტი, ამ ადამიანებს ძალიან უჭირთ და მიმართავენ „ლიბერთი ბანკს“ სესხისთვის, რომელიც ხელისუფლებასთან ერთად უნისონში, ძარცვავს და უკანასკნელ თეთრებს ართმევს ჩვენს პენსიონერებს.
ჩვენ მოგვმართა ქართველი პენსიონერების საინიციატივო ჯგუფმა, რომელიც ამ კვირის ბოლოს აწყობს დიდ ფორუმს, სადაც გაიჟღერებს მათი მოთხოვნები. ეს არის ის, რომ არ უნდა ჰქონდეს ამხელა პროცენტი სესხზე პენსიონერს და ეს არის 30%. იმის გამო, რომ მიმდინარეობს განუზომლად დიდი პროცენტის გადახდა, პენსიონერების დაკანონებული ძარცვა, უნდა მოახერხოს ქართულმა სახელმწიფომ, რომ ეს პორტფელი გამოისყიდოს და ქართველ პენსიონერს აღარ ჰქონდეს საპენსიო დავალიანება, შემდეგ უნდა მოხდეს პენსიონერის დაზღვევა, რომ ბანკს აღარ დავუტოვოთ ინსინუაცია და სასაუბრო თემა, რომ მაღალი რისკ ჯგუფია პენსიონერები და ამიტომ უნდა იხადონ მათ ამხელა პროცენტი. ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია მათი მეორე ინიციატივა – ჩვენს ქვეყანაში სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა არის 72 წელი, კატასტროფულად შემცირებულია, როდესაც ევროპულ ქვეყნებში, სამხრეთის ქვეყნებში, ეს არის 82-83 წელი. კრიტიკულად მცირეა მამაკაცებში სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა და ეს არის 67 წელი. ამიტომ, მნიშვნელოვანია, რომ დაიწიოს საპენსიო ასაკმა, მამაკაცებში ეს იყოს 60 წელი, და შესაბამისად, შემცირდეს ქალბატონებისთვის“ – განაცხადა კირკიტაძემ.

იტვირთბა....