პარლამენტარი რომან გოცირიძე ამტკიცებს, რომ ეროვნულმა ბანკმა ჯაშუშობაში ბრლდებული ოთარ ფარცხალაძის ანგარიშების გაყინვა მიზანმიმართულად გააჭიანურა. დეპუტატი ფიქრობს, რომ ამ დროში ფარცხალაძემ ქართული ბანკებიდან რუსეთში ფულის გადარიცხვა მოასწრო.
“გაჩნდა ეჭვები და გვაქვს ჩვენ ინფრომაცია, მაგრამ ამას სჭირდება დადასტურება და თუ საჭირო გახდა საკომიტეტო მოსმენის ჩატარებაც, რომ ამბობენ, რომ რაღაც ფული სხვა ბანკებიდან გადაიტანა „ქართუ ბანკში“. შაბათ-კვირას სვიფტი არ მუშაობს და უცხოეთში ვერ გადარიცხავდა, მაგრამ შიდა გადარიცხვაც ვერ უნდა განეხორციელებინა, ვინაიდან ანგარიში არის დაყადაღებული. ეს საკითხი არის შესასწავლი, მოასწრო თუ არა მან გატანა თავისი ფულის რუსეთში? ხუთშაბათს და პარასკევს რაღაც პაუზა ხომ არ იყო გაკეთებული, რომ მას ესარგებლა. თუნდაც პარასკევს გამოეტანათ ეს გადაწყვეტილება და დაეყადაღებინათ, შაბათ-კვირას შიდა გადარიცხვა ლარებში მაინც შესაძლებელია საქართველოს საბანკო სისტემაში და როგორც ამბობენ, აი, ამ შაბათ-კვირას შეიძლება მომხდარიყო ერთი ბანკიდან „ქართუში“ გადატანა. მე დღესვე უნდა მივმართო ეროვნულ ბანკს სადეპუტატო კითხვით, თუ ეს შეკითხვა არ იქნება დაკმაყოფილებული, მაშინ დავიბარებთ კომიტეტში. პირველ რიგში, კობახიძეს გაუბრაზდებოდა ივანიშვილი და მერე“იმედის“ მეპატრონე რუხაძე, რომელსაც “ლიბერთი ბანკის” აქვს და იმას კიდევ “ქართუ ბანკი”. საკმარისია, რომ ეს არ განეხორციელებინა ეროვნულ ბანკს და ეს ბანკებიც მოყვებოდა სანქციის ქვეშ” – ამბობს გოცირიძე.
წყარო – “ტვ პირველი”