ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“აბრამსის” ტანკები მალე უკრაინის ბრძოლის ველზე იქნება – ოსტინი

აშშ-ის თავდაცვის მდივანმა ლოიდ ოსტინმა გერმანიაში, “რამშტეინის” ფორმატი რიგით მე-15 შეხვედრის გახსნისას განაცხადა “დრო მუშაობს პუტინის წინააღმდეგ”

ოსტინმა კიდევ ერთხელ დადო პირობა, რომ პარტნიორები უკრაინის გვერდით იქნებიან მანამ, სანამ საჭირო იქნება.

“აბრამსის ტანკები მალე უკრაინის ბრძოლის ველზე იქნება. ჩვენ მჭიდროდ ვიმუშავებთ უკრაინელ პარტნიორებთან, რათა უზრუნველყოფილი იყოს, რომ ყველა დახმარება, რომელსაც ჩვენ უკრაინას ვუწევთ, იყოს გამოყენებული ეფექტურად და ისე, როგორც ეს უნდა იყოს. ჩვენ ვსაუბრობთ აბრამსის ტანკებზე, რომლებიც უკრაინის ბრძოლის ველზე უნდა იყოს“, – თქვა ოსტინმა.

რამშტეინის ფორმატში მიმდინარე საკონტაქტო ჯგუფის შეხვედრას უკრაინის თავდაცვის მინისტრის რანგში პირველად ესწრება რუსტემ უმეროვი, რომელმაც ამ თანამდებობაზე ოლექსი რეზნიკოვი შეცვალა.

იტვირთბა....