“ქართული ოცნება“, რომელიც აძლიერებს რუსულ გავლენას საქართველოში, არ გამოიძიებს ოთარ ფარცხალაძის საქმეს – ამის შესახებ პარლამენტარმა ხატია დეკანოიძემ განაცხადა.
“საქართველოს ხელისუფლება, საგამოძიებო უწყებები, ივანიშვილი, ყველა ის ადამიანი, რომელიც იღებს მასთან ერთად გადაწყვეტილებას, არის ფარცხალაძის მრწამსის და იდეოლოგიის გამზიარებელი. „ქართული ოცნება“, რომელიც აძლიერებს რუსულ გავლენას საქართველოში, რა თქმა უნდა, არ გამოიძიებს ოთარ ფარცხალაძის საქმეს, რომლის წინააღმდეგ აშშ-მა დააწესა სანქციები და რომელზეც სპეცსამსახურები, რა თქმა უნდა, ფლობენ მნიშვნელოვან ინფორმაციას და დადეს მნიშვნელოვანი მტკიცებულებები. ოთარ ფაცხალაძის საქმეზე ობიექტური გამოძიება დადგება მაშინ, როცა არჩევნებით ეს ხელისუფლება ჩამოსცილდება ძალაუფლებას“ – განაცხადა დეკანოიძემ.