ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“საქართველო არავის დაუდებს ტოლს და არც ერთი კრიტერიუმით არ არის და არ იქნება ხელწამოსაკრავი და დასაწუნებელი სახელმწიფო” – სარჯველაძე

საქართველო არავის დაუდებს ტოლს და არც ერთი კრიტერიუმით არ არის და არ იქნება ხელწამოსაკრავი და დასაწუნებელი სახელმწიფო -ამის შესახებ მმართველი პარტიის წევრმა, მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.

“ჩვენი ქვეყნის ოპოზიციას ამ რეფორმებში აქვს პრაქტიკულად ნულის ტოლფასი კონტრიბუცია. მეტიც, სამწუხაროდ, შეიძლება ოპოზიციის როლის მინუს ნიშნითაც შეფასება, რადგან ამ დღემდეც და ახლაც მათ მთავარ საზრუნავად რჩება კანდიდატის სტატუსის მოპოვებისთვის ხელის შეშლა. მიზეზი და ახსნა ამისა – კანდიდატის სტატუსის არმიცემის მეშვეობით ხელისუფლებისა და მთლიანად ქვეყნის წარუმატებლობის მითის შექმნა და ამის გამოყენება პოლიტიკური კინკლაობისთვის. საბედნიეროდ, ახლა ნამდვილად მაქვს საფუძველი მჯეროდეს, რომ ოპოზიციის ეს მცდელობები იქნება უნაყოფო და, რომ უახლოეს მომავალში საქართველოსთან მიმართებაში მიღებული იქნება ის გადაწყვეტილებები, რომელიც ყველაზე მეტად ეხმიანება საქართველოს და ევროპის საუკეთესო ინტერესებს, რაც გულისხმობს საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

იტვირთბა....