ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“ირაკლი კობახიძის მდგომარეობა იმდენად დამძიმდა, რომ უკვე გასულია მომსახურების ზონიდან” – ბუჩუკური

ირაკლი კობახიძის მდგომარეობა იმდენად დამძიმდა, რომ უკვე გასულია მომსახურების ზონიდან – ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის” წევრმა ანა ბუჩუკურმა განაცხადა.

“სამწუხაროდ, ირაკლი კობახიძის მდგომარეობა იმდენად დამძიმდა, რომ გასულია უკვე მომსახურების ზონიდან, როგორც ჩანს. „ოცნება” დღეს ძალიან არასახარბიელო მდგომარეობაშია და ეს ეტყობა თითოეულ მათგანს, განსაკუთრებით კობახიძეს, რომელიც სრულად არის მომსახურების ზონიდან გასული და უარი თქვა ამ განცხადებით კონსტიტუციური სამართლის სპეციალისტობაზე. საბოლოო ჯამში, „ოცნების“ მდგომარეობა ძალიან დამძიმებული და გასაცოდავებულია, ასე ვიტყოდი. როგორც ჩანს, უარესებს უნდა ველოდოთ“ – განაცხადა ბუჩუკურმა.

იტვირთბა....