კულინარია

ცხობის გარეშე: უგემრიელესი ჩიტის რძის რეცეპტი

 

ავიღოთ 50 გრ საკვები ჟელატინი, დავასხათ დაახლოებით ერთი ჩაის ჭიქა თბილი რძე, მოვურიოთ  და დავუცადოთ, რომ ჟელატინი კარგად გალღვეს.

ცალკე ავიღოთ ერთი ლიტრი არაჟანი, დავუმატოთ ერთი ჩაის ჭიქა შაქარი და კარგად ავთქვიფოთ მიქსერით. მივიღებთ არაჟნის კრემს.

ცალკე, ორთქლზე, ბოლომდე გავადნოთ რძიანი ჟელატინი. გადნობის შემდეგ გადმოვდგათ ცეცხლიდან და არაჟნის კრემის მცირე ნაწილი დავუმატოთ და კარგად ავურიოთ. შემდეგ ეს ჟელატინიანი მასა დარჩენილ არაჟნის კრემში გადავიტანოთ და მიქსერით კარგად ავთქვიფოთ. მიღებული მასა ორ ტოლ ნაწილად გავყოთ. ერთ წილს დავუმატოთ ან გამდნარი შოკოლადი, ან -კაკაოს ფხვნილი. ასევე დავამატოთ ერთი სუფრის კოვზი ხსნადი ყავა და კარგად ავურიოთ.

ავიღოთ ერთჯერადი ფორმა (ეს შესაძლებელია იყოს ტორტის პლასტმასის ყუთი და სხვა). ფორმაში პირველ ფენად დავასხათ ყავისფერი მასის ნახევარი და მოვათავსოთ მაცივარში, გაცივებამდე. შემდეგ , როცა ეს ფენა კარგად გაცივდება, გამოვიღოთ მაცივრიდან და მოვასხათ თეთრი ფენა (თუ თეთრი ფენა მაცივარში შედგმული ფენის გაცივებამდე გამყარდა,  მოსხმამდე ორთქლზე შეათბეთ). შემდეგ კვლავ შედგით უკვე ორი ფენა მაცივარში და გააციეთ. ორი ფენის გაციების შემდეგ, გამოიღეთ ფორმა და მოასხით კვლავ ყავისფერი ფენა, რის შემდეგაც ის მაცივარში ორი-სამი საათი დატოვეთ.

მაცივრიდან გამოღებულ ტორტს მოვაცილოთ ფორმა. თუ არ ცილდება, ორი-სამი წუთით ცხელ წყალში მოათავსეთ.

იტვირთბა....