ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

გერმანია თურქეთში საელჩოს ხურავს და თავის მოქალაქეებს მიმართავს

 

ტერაქტების საშიშროების გამო, გერმანიის საელჩომ ანკარაში მუშაობა შეაჩერა, – აცხადებს თურქული ტელეარხი Kanal7-ი. გერმანიამ თავის მოქალაქეებს ახალი ტერაქტების საფრთხის გამო, თურქეთის დატოვებისკენ მოუწოდა.

14 მარტს, გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ მოქალაქეებს მიმართა, რომ თურქეთში მგზავრობისგან თავი შეიკავონ და იმ მოქალაქეებმა, რომლებიც ამჟამად თურქეთის ტერიტორიაზე იმყოფებიან, ხალხმრავალ ადგილებში ყოფნას თავი აარიდონ.

შეგახსენებთ, ანკარაში 13 მარტს განხორციელებულ ტერაქტს 37 ადამიანი ემსხვერპლა და 125 – დაშავდა.

იტვირთბა....