ირაკლი ღარიბაშვილი, ნამდვილად არის დასაჭერი – ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა.
“ეს ფრენები, რომელზეც ჩვენ ვსაუბრობთ და მისი ვოიაჟი, დაახლოებით 200 000 ლარამდე დაუჯდებოდა ბიუჯეტს. ასევე, ციხე-რესტორანში, სადაც მან მის მეუღლეს გადაუხადა დაბადების დღე დაახლოებით 700 000 ლარი დაჯდებოდა. საუბარია ორ ღონისძიებაზე, მის დასვენებაზე და დაბადების დღეზე, რაშიც 900 000 ლარამდე დახარჯავდა ირაკლი ღარიბაშვილი.
საზოგადოებას გვიწევს ამის გარჩევა, რომ ნუნუკას ტყე აჩუქა; რომ ნუნუკას დაბადების დღე აქვს; რომ ნუნუკას დასვენება სჭირდება; რომ ნუნუკას დაქალები დასასაქმებლები არიან; ეს კაცი, ირაკლი ღარიბაშვილი, ნამდვილად არის დასაჭერი” – აღნიშნა ხაბეიშვილმა.
შეგახსენებთ, რომ “ტვ პირველის” ინფორმაციით, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა სამთავრობო თვითმფრინავი პირადი ვიზიტისთვის გამოიყენა.
9 სექტემბერს, TV პირველის ეთერში სიუჟეტი გავიდა, სადაც Georgian Airways-ის დამფუძნებელმა, თამაზ გაიაშვილმა თქვა, რომ ქვეყნის პრემიერი გერმანიაში მისმა კომპანიამ, სამთავრობო თვითმფრინავით წაიყვანა.