ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

უკრაინაში მოულოდნელი ვიზიტით იაპონიის საგარეო საქმეთა მინისტრი ჩავიდა

უკრაინაში მოულოდნელი ვიზიტით იაპონიის საგარეო საქმეთა მინისტრი იოშიმასა ჰაიაში ჩავიდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას იაპონიის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

“უკრაინაში ვიზიტის დროს, საგარეო საქმეთა მინისტრი იოშიმასა ჰაიაში დაუდასტურებს საგარეო საქმეთა მინისტრ დიმიტრო კულებას, რომ იაპონია თანამშრომლობს საერთაშორისო საზოგადოებასთან რუსეთის წინააღმდეგ მკაცრი სანქციების დაწესებაში და გამოხატავს უკრაინის მიმართ მხარდაჭერას, რათა სწრაფად დაასრულოს რუსული აგრესია. გამოვხატავთ იაპონიის მტკიცე პოზიციას, რომ უკრაინის მხარეს ვართ“, – აღნიშნულია იაპონიის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

იტვირთბა....