წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯგალში ორი საცხოვრებელი სახლი დაიწვა. ადგილობრივის ინფორმაციით, ერთი-ერთ სახლს ცეცხლი გუშინ, გვიან ღამით გაუჩნდა, სადაც ოჯახის ყველა წევრი იმყოფებოდა. მეორე სახლი გამთენიისას დაიწვა.
ადგილზე სახანძრო-სამაშველო ბრიგადები იმყოფებოდნენ. ხანძარი ლიკვიდირებულია.
შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ხანძრის გამომწვევ მიზეზად ელექტროგაყვანილობა სახელდება.
წალენჯიხის მერიის ინფორმაციით, დაზარალებულ ოჯახებს პროგრამით გათვალისწინებული ფინანსური დახმარებას გაუწევენ.