ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

შრომისუბანში სტიქიამ სკოლის შენობა დააზიანა – განადგურებულია ინფრასტრუქტურა

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ შრომისუბნის საჯარო სკოლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელის ქეთევან ხომერიკის ცნობით, სტიქიამ სკოლის შენობა დააზიანა, პირველი სართული კი სრულად გამოუსადეგარია.

„ძლიერი წვიმის შედეგად გადმოვიდა ღვარცოფი, დააზიანა სკოლის შენობა და გაანადგურა სასკოლო ინფრასტრუქტურა. პირველი სართული სრულად გამოუსადეგარია. საკლასო ოთახები სრულად იყო გარემონტებული, სასწავლო პროცესის დასაწყებად მომზადებული, მხოლოდ დერეფანი იყო სარეაბილიტაციო, თუმცა ახლა ყველაფერი დაზიანებულია. განადგურებულია ეზოც, ღობეც, დამხმარე ნაგებობებიც. წარმოუდგენელია როგორ უნდა განვაახლოთ სწავლა“ – აცხადებს სკოლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი.

წყარო – “პირველი არხი”

იტვირთბა....