მაროკოში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 820-მდე გაიზარდა, დაშავებულია 672 ადამიანი.
ნგრევის მასშტაბიდან გამომდინარე, მიყენებული ზარალის ოდენობის დადგენა ჯერ შეუძლებელია. ნანგრევებში ამ დრომდე რჩებიან ადამიანები.
სტიქია გვიან ღამით მოხდა. სტიქიის ეპიცენტრი მარაკეშიდან სამხრეთ-დასავლეთით ატლასის მთებში, 71 კმ-ის სიღრმეში დაფიქსირდა. 19 წუთის შემდეგ კი ძლიერი მიწისქვეშა ბიძგები განმეორდა.
მიწისძვრამ ყველაზე მეტად მარაკეში დააზიანა, რომელიც იუნესკო-ს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა სიაშია. ქალაქში დაზიანდა მეჩეთი და რამდენიმე შენობა ჩამოინგრა.