ქუთაისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და განზრახ მკვლელობის და ხულიგნობისთვის ბრალდებული დამნაშავედ ცნო და 12 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა – ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.
“სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩამდენი პირი 2022 წლის 18 დეკემბერს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა) და 239-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (ხულიგნობა ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ) წარედგინა.
ქუთაისის საქალაქო სასამართლომ ბრალდებული დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 12 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა,” – ნათქვამია განცხადებაში.