ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

სტიქიის ზონიდან 50-მდე ოჯახია გამოყვანილი – აქტიურად მიმდინარეობს გზების გაწმენდის სამუშაოები – ლანჩხუთის მერი

სტიქიის ზონიდან 50-მდე ოჯახია გამოყვანილი – აქტიურად მიმდინარეობს გზების გაწმენდის სამუშაოები – ამის შესახებ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერმა ალექსანდრე სარიშვილმა „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა.

„ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს. გუშინ, მთელი ღამე ვმუშაობდით და სტიქიის ზონიდან დაახლოებით, 50-მდე ოჯახი გამოვიყვანეთ, რომლებსაც თავშესაფარი ესაჭიროებოდათ. მათი ნაწილი, დროებით, ნათესავებთან ცხოვრობს. ყველაზე მეტი მოქალაქე ჩოჩხათის თემიდან გამოვიყვანეთ. ტექნიკა მიდის ყველა ლოკაციაზე, რათა ამ ორ დღეში მაქსიმალურად გავწმინდოთ ტერიტორია. ძალიან ბევრია ისეთი ადგილი, რომელიც დამეწყრილია და წაღებულია მიწა. ახლა წასულები არიან სამაშველო სამსახურის და მერიის თანამშრომლები, რომ სოფელ ხორეთიდან კიდევ გამოიყვანოს 5 ადამიანი”, – განაცხადა ალექსანდრე სარიშვილმა.

იტვირთბა....