ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

სტიქიის ზონიდან 62 ადამიანია ევაკუირებული, სამუშაოები ინტენსიურად გრძელდება” – მღებრიშვილი

სტიქიის ზონიდან 62 ადამიანია ევაკუირებული, სამუშაოები ინტენსიურად გრძელდება” – ამის შესახებ საგანეგო სიტუაციების მართის სამსახურის უფროსმა თემურ მღებრიშვილმა განაცხადა.

“62 ადამიანია გამოყვანილი როგორც ნავების დახმარებით ისე ფეხით და ავტოსატრანსპორტო საშუალებით. ამ წუთებშიც მიმდინარეობს მსგავსი ღონისძიებები, მობილიზებულია შსს-ს დანაყოფები და მიმდინარეობს ინტენსიურად თითოეულ სოფელში თითოეულ მოსახლესთან კომუნიკაცია. დამატებითი ძალების მობილიზებას ამ დროისთვის არ ვაპირებთ იქიდან გამომდინარე, რომ საკმარისზე მეტი მობილიზებაა გაკეთებული როგორც მძიმე ტექნიკის, ისე მეხანძრე-მაშველების მიმართულებით, ვერტმფრენის საჭიროება თუკი დადგა, მზადყოფნაშ ვართ, – ამბობს თემურ მღებრიშვილი.

იტვირთბა....