ახალი ამბები მთავარი საზოგადოება ციტატა

„სახელმწიფომ მოსახლეობა უნდა მოაცილოს მდინარის ჭალებს… არ შეიძლება ყველა იქ აშენებდეს სახლს, სადაც უნდა“ – თეა გოდოლაძე გურიის სტიქიაზე

გუშინ ღამით გურიაში უხვი ნალექი მოვიდა, რამაც ლანჩხუთისა და ოზურგეთის სოფლებში მეწყერის ჩამოწოლა და წყალდიდობა გამოიწვია.

სტიქიას 2 ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის, ერთი არასრულწლოვანი. ერთ დაკარგულს ამ დრომდე ეძებენ.

„მეტრონომი“ სეისმოლოგ თეა გოდოლაძეს ესაუბრა თემაზე: როგორი უნდა იყოს სახელმწიფოს პოლიტიკა ამ ტიპის კატასტროფებთან მიმართებით.

გოდოლაძის თქმით, აუცილებელია, რომ სახელმწიფომ მოსახლეობა გაასახლოს მდინარის ჭალებიდან. არ შეიძლება ყველა იქ აშენებდეს სახლს, სადაც უნდა.

მან ასევე აღნიშნა, რომ საჭიროა სეისმური და მეტეოროლოგიური ცენტრების დეცენტრალიზაცია.

[su_quote] მდინარის ჭალებში დასახლება არ შეიძლება. სახელმწიფომ მოსახლეობა უნდა მოაცილოს ჭალებს. ამ ტიპის განსახლების პოლიტიკა არის ყველაზე მნიშვნელოვანი. მშენებლობის, ურბანიზაციის პოლიტიკა შესაცვლელია. არ შეიძლება ყველა იქ აშენებდეს სახლს, სადაც უნდა.

მე ვარ სეისმურ ცენტრში. მეტეოროლოგიურ ცენტრებთან წვდომა არ მაქვს. შესაბამისად, ნალექის სიუხვეზე ინფორმაცია არ მაქვს.

ამ ქვეყანაში მეტეოროლოგიური ცენტრები არ უნდა იყოს ერთ ადგილას თავმოყრილი, არამედ საჭიროა მათი დეცენტრალიზაცია. ასევე საჭიროა ცეცენტრალიზირებული სეისმური ცენტრები. ეს უნდა იყოს ყველა მუნიციპალიტეტში, რა თქმა უნდა, სამაშველო სამსახურთან ერთად.

ხომ ვუყურებთ რა ქვეყანაშიც ვცხოვრობთ. ამიტომ ამდენი იურისტის, ჟურნალისტისა და ეკონიმისტის გამოცხობას, გეოლოგები აცხოს ამ ქვეყანამ, უკეთესია. [/su_quote]

– განაცხადა თეა გოდოლაძემ „მეტრონომთან“ ინტერვიუში.

იტვირთბა....