ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

„ამ დროისთვის, ინფორმაცია არ გვაქვს, რომ ვერტმფრენის საჭიროება იყოს” – გურიის გუბერნატორი მომხდარ სტიქიაზე

უხვმა ნალექმა გურიაში კატასტროფა გამოიწვია. სტიქიამ ერთი არასრულწოვნის სიცოცხლე შეიწირა.

დატბორილი და წაღებულია სახლები, საავტომობილო გზები.

გუ­რი­ის რე­გი­ონ­ში სა­ხელ­მწი­ფო რწმუ­ნე­ბუ­ლმა, გი­ორ­გი ურუ­შა­ძემ “ინ­ტერპრეს­ნი­უსს“ გა­ნუ­ცხა­და, სტი­ქი­ის ზო­ნა­ში და­კარ­გუ­ლია სამი ადა­მი­ა­ნი, რო­მელ­თა­გა­ნაც ორს ოზურ­გეთ­ში, ერთს კი, ლან­ჩხუ­თის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­ში ეძე­ბენ.

“რო­გორც მო­გეხ­სე­ნე­ბათ, გუ­შინ, გუ­რი­ის რე­გი­ონ­ში მო­სულ­მა უხვმა ნა­ლექ­მა საკ­მა­ოდ სე­რი­ო­ზუ­ლი პრობ­ლე­მე­ბი შექ­მნა. ლან­ჩხუ­თი­სა და ოზურ­გე­თის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტებ­ში გან­ვი­თარ­და მე­წყრუ­ლი პრო­ცე­სე­ბი. ამ ეტაპ­ზე, სამ ადა­მი­ანს ეძე­ბენ. ორი მათ­განს ოზურ­გეთ­ში, ერთს კი, ლან­ჩხუ­თის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­ში. ად­გილ­ზე მო­ბი­ლი­ზე­ბუ­ლია ყვე­ლა შე­სა­ბა­მი­სი სამ­სა­ხუ­რი, მო­ბი­ლი­ზე­ბუ­ლია შე­სა­ბა­მი­სი ტექ­ნი­კა და აქ­ტი­უ­რად მიმ­დი­ნა­რე­ობს გზის გაწ­მენ­დი­თი, სა­მაშ­ვე­ლო და სამ­ძებ­რო სა­მუ­შა­ო­ე­ბი. რაც შე­ე­ხე­ბა სა­მაშ­ვე­ლო ვერ­ტმფრე­ნის ჩარ­თვის აუ­ცი­ლებ­ლო­ბას, ამ წუ­თის­თვის, ასე­თი ინ­ფორ­მა­ცია არ გვაქვს, რომ ვერ­ტმფრე­ნის სა­ჭი­რო­ე­ბა იყოს”, – გა­ნა­ცხა­და გი­ორ­გი ურუ­შა­ძემ.

წყარო: „AMBEBI.GE“

იტვირთბა....