ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“საგანგებო რეჟიმში ვმუშაობთ, სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებში ჩართულია ყველა შესაბამისი სამსახური” – ავთანდილ თალაკვაძე

უხვმა ნალექმა გურიაში კატასტროფა გამოიწვია. სტიქიამ ერთი არასრულწოვნის სიცოცხლე შეიწირა.

დატბორილი და წაღებულია სახლები, საავტომობილო გზები.

გურიაში მიმდინარე სამაშველო სამუშაოებთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა ოზურგეთის მერმა, ავთანდილ თალაკვაძემ.

„ძლიერი წვიმის გამო შექმნილი სირთულეების მოგვარების მიზნით, საგანგებო რეჟიმში ვმუშაობთ. ამ წუთებში მუნიციპალიტეტის სოფლებში არსებულ ვითარებას დეტალურად ვეცნობით და ყველაფერს ვაკეთებთ მოსახლეობის დასახმარებლად. სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებში ჩართულია ყველა შესაბამისი სამსახური, გურიის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ჯგუფები და „ენერგო პრო ჯორჯიას“ თანამშრომლები,“- განაცხადა ავთანდილ თალაკვაძემ.

იტვირთბა....