ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

„ეს უვარგისი ქვეყანაა, მაგრამ ლამაზი თვალების გამო სტატუსი უნდა მოგვცენ“ – რა განცხადებას ავრცელებს შალვა პაპუაშვილი

საქართველოს პარლამენტის თავმდჯომარემ, შალვა პაპუაშვილმა, კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით, ოპოზიციის რიტორიკაზე ისაუბრა.

მისი თქმით, ოპოზიციის რადიკალური ნაწილი კანდიდატის სტატუსის მინიჭბას ლობირებს, ოღონდ მთავრობის ოპონენტები ევროპელ პარტნიორებს ეუბნებიან, რომ „არ ვარგა ჩვენი ქვეყანა, არ ვარგა ჩვენი სასამართლო, ჩვენი პოლიცია, არაფერი არ ვარგა ამ ქვეყანაში, მოგვეცით სტატუსი“.

„ლობიზმში იგულისხმება და ამ შეხვედრაზეც გამოჩნდა, რომ ისაუბრონ, რომ ჩვენთან არის პოლიტიკური მართლმსაჯულება მაშინ, როდესაც გუშინ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოსგან მოვისმინეთ, რომ არანაირი პრეტენზია არ არსებობს ნიკა მელიას დაპატიმრების საკითხზე. ამავე დროს ოპოზიციის ნაწილი აგრძელებს საუბარს, რომ არის პოლიტიზებული მართლმსაჯულება, ოლიგარქია და ა.შ. ბოლოს, რა თქმა უნდა, სტანდარტული ტექსტით ასრულებენ – „მაგრამ მიუხედავად იმ ყველაფრისა, რომ არ ვარგა ჩვენი ქვეყანა, არ ვარგა ჩვენი სასამართლო, ჩვენი პოლიცია, არაფერი არ ვარგა ამ ქვეყანაში, მოგვეცით სტატუსი“. ვის უნდა მოატყუონ რომ ეს რაიმე ლობიზმია საერთოდ, როდესაც ადამიანს ეუბნები, რომ ეს არის უვარგისი ქვეყანა, მაგრამ ლამაზი თვალების გამო უნდა მოგვცენ სტატუსი“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

პაპუაშვილმა ეს განცხადება საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელ, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტ ჯოზეფ ბორელთან გამართული შეხვედრის დასრულების შემდეგ გააკეთა.

იტვირთბა....