ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ზურაბიშვილმა ღიად უნდა ისაუბროს საქართველოში არსებულ არაფორმალურ ოლიგარქიასა და კლეპტოკრატიაზე – ხატია დეკანოიძე

პარლამენტარმა ხატია დეკანოიძემ საქართველიოს პრეზიდენტზე, სალომე ზურაბიშვილზე, ისაუბრა.

დეკანოიძის თქმით, უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ გაკეთებული განცხადებების გამო „ქართულ ოცნებას“ ზურაბიშვილისადმი დამოკიდებულება შეეცვალა.

მისი თქმით, პრეზიდენტმა უნდა დააფიქრსიროს, რომ საქართველოში არაფორმალური ოლიგარქია და კრეპტოკრატიაა.

„პროუკრაინული და პროდასავლური გზავნილები, რომელიც საქართველოს პრეზიდენტს აქვს დიდი ხანია, დაახლოებით, ერთი წელი, უკრაინაში რუსეთის სამხედრო აგრესიის დაწყების შემდეგ, არის საბაბი იმის, რომ „ქართული ოცნების“ დამოკიდებულება ამ სახელმწიფო ინსტიტუტის მიმართ ისეთია, როგორიც ჩვენ დღეს გვაქვს. ძალიან მნიშვნელოვანია, პრეზიდენტმა ბოლომდე მოახდინოს პრობლემის იდენტიფიცირება, რაც საქართველოშია და ის, რომ საქართველოში არსებობს არაფორმალური ოლიგარქია და კლეპტოკრატია, არის ერთი არაფორმალური მმართველის გადაწყვეტილება, რომელსაც ექვემდებარება „ქართული ოცნება” და სწორედ ის ადამიანები, ვინც იმპიჩმენტის იდეით გამოვიდნენ საქართველოს პარლამენტში. ეს არის ბიძინა ივანიშვილი და კარგი იქნება თუ პრეზიდენტი მათ შორის ჩვენს პარტნიორებს და საქართველოს მოქალაქეებს საჯაროდ ამ პრობლემის იდენტიფიცირებას მოუხდენს. ეს არის გარდაუვალი და ეს მომენტი ვფიქრობ, აუცილებლად დადგება”, – განაცხადა დეკანოიძემ.

იტვირთბა....