ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

„ამ ნაძირალა და ბოგანო ღარიბაშვილს ამას მაინც არ ვაპატიებ“ – რას ამბობს გუბაზ სანიკიძე

პარლამენტარმა გუბაზ სანიკიძემ გუშინ „ტვ პირველის“ ეთერში პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის ბრალდებაზე ისაუბრა.

სანიკიძის თქმით, ღარიბაშვილმა უნდა დაამტკიცოს, რომ მან 100 000 დოლარი აიღო „ნაციონალური მოძრაობისგან“.

„მან უნდა დაადასტუროს ეს და თუ ვერ დაადასტურებს, მოუწევს პასუხისმგებლობა და ისე ვატყობ, ღარიბაშვილი, ნომერ პირველი პოტენციური ტუსაღი იქნება შემდეგი ხელისუფლების პირობებში. ეს კაცი მიდის ყველაფერზე, აბსოლუტურად ზნედაცემული, ძირგავარდნილი ადამიანია”- განაცხადა გუბაზ სანიკიძემ.

შეგახსენებთ, საკითხი ეხება რამდენიმე თვის წინ ირაკლი ღარიბაშვილის მიერ პარლამენტში გაჟღერებულ საჯარო ბრალდებას, რომ გუბაზ სანიკიძემ ნაციონალური მოძრაობისგან 100 ათასი დოლარი აიღო.

იტვირთბა....