ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

არ ვიცი, რომელ ევროპელობაში ჯდება, როცა პრეზიდენტი აცხადებს, რომ კონსტიტუციის დარღვევას გააგრძელებს – ნიკოლოზ სამხარაძე

„ქართული ოცნების“ წევრი, ნიკოლოზ სამხარაძე პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის გუშინდელ მიმართვას გამოეხმაურა.

მისი თქმით, პრეზიდენტი პირდაპირ ამბობს, რომ აგრძელებს კონსტიტუციის დარღვევას.

„იმპიჩმენტის პროცედურა ჩვეულებრივი საკანონმდებლო პროცედურაა. ეს არის საკანონმდებლო გზა, როდესაც კონკრეტული თანამდებობის პირი არღვევს კონსტიტუციას. ამიტომ ამას პოლარიზაცია-დეპოლარიზაციასთან არანაირი კავშირი არ აქვს. სამწუხაროდ, საქართველოს პრეზიდენტის მიერ შექმნილმა პლატფორმამ დეპოლარიზაციას ხელი ვერ შეუწყო. არ ვიცი, რომელ ევროპელობაში ჯდება, როდესაც ადამიანი აცხადებს, რომ ის გააგრძელებს კონსტიტუციის დარღვევას. როცა ამბობდა, ნაწილობრივ ევროპელი ვარო, ალბათ სწორედ ამას გულისხმობდა. არ მგონია, რომელიმე ევროპელი პოლიტიკოსი კონსტიტუციის დარღვევით აპირებდეს თავისი საქმიანობის განხორციელებას. სახეზეა კონსტიტუციის ძალიან უხეში დარღვევა. შესაბამისად, მიგვაჩნია, რომ საკონსტიტუციო სასამართლომ ამ ფაქტზე უნდა იმსჯელოს და დარღვევა დაადგინოს. სარჩელს არ გამოვიხმობთ. სარჩელს ხელი მოაწერა უმრავლესობის ყველა წევრმა, შესაბამისად, საკონსტიტუციო სასამართლოს ვანდობთ იმის განხილვას, ირღვევა თუ არა კონსტიტუცია“, – განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.

ცნობისთვის, გუშინ ზურაბიშვილმა თქვა: „ჩემს გადადგომაზე ოცნება ყველამ უნდა დაივიწყოს, მე აქ ვარ, სადაც ვარ, მაგრამ ვივლი ყველგან, სადაც წასასვლელი ვარ. ეს არის ჩემი კონსტიტუციური ვალდებულება“.

იტვირთბა....