ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ჯოზეფ ბორელის ვიზიტი საქართველოში – EU-ს მაღალჩინოსანი შეხვედრებს განაგრძობს

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საკითხებში, ჯოზეფ ბორელი, საქართველოს პარლამენტში მივიდა.

ბორელი უკვე შეხვდა საგარეო საქმეთა მინისტრს, ილია დარჩიაშვილს. ის საპარლამენტო პარტიებს, პრემიერ ღარიბაშვილსა და პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს უნდა შეხვდეს.

„ვისაუბრეთ ყველა იმ საკითხზე, რომელიც გვაქვს ჩვენ ორმხრივ ფორმატში ევროკავშირსა და საქართველოს შორის. კიდევ ერთხელ მინდა შევაფასო და ვთქვა, რომ ეს არის უმნიშვნელოვანესი ვიზიტი, როგორც პრაქტიკული თვალსაზრისით, ისე დროის თვალსაზრისით და მე დარწმუნებული ვარ, რომ მას ექნება შესაბამისი გავლენა პროცესებზე.

არავინ არ არის სრულყოფილი. ყველას აქვს თავისი საშინაო დავალება და ეს 12 რეკომენდაცია, მინდა ზოგადად ვთქვა, რომ არის ნაწილი ჩვენი ქვეყნის რეფორმირების ამბიციური დღის წესრიგის. ჩვენ ამ ერთი წლის განმავლობაში არ ვამთავრებთ რეფორმირების პროცესს. ეს პროცესი გაგრძელდება მანამ, სანამ საქართველო არ გახდება სრულფასოვანი წევრი ევროკავშირის”, – განაცხადა დარჩიაშვილმა.

ცნობისთვის, ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საქართველოში 2-დღიანი ვიზიტით იმყოფება.

იტვირთბა....