ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

„რითი ხვდება ქვეყანა ბორელს” – რას წერს ნათია მეზვრიშვილი

პარტია „საქართველოსთვის“ წევრი ნათია მეზვრიშვილი სოციალური ქსელით ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ვიცე-პრეზიდენტ ჯოზეფ ბორელისა და ამასთან მიმართებით საქართველოს მზადყონაზე საუბრობს.

„რითი ხვდება ქვეყანა ბორელს:
▪️ანტი-კორუფციული რეფორმა, ელიტური კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა – ანტიკორუფციული ბიურო პრემიერის მიერ დანიშნული ხელმძღვანელით, საგამოძიებო ფუნქციის გარეშე; ელიტური კორუფცია – სიცოცხლისთვის სახიფათო მშენებლობები ოცნების მხარდამჭერებისთვის და შემომწირველებისთვის, ჩარტერული რეისები პრემიერის ოჯახისთვის და ა.შ.
▪️ინსტიტუტების დამოუკიდებლობის გაძლიერება, საარჩევნო ჩარჩოს დახვეწა – დამოუკიდებელი ინსტიტუტები აღარ გვაქვს, ცესკოც საბოლოოდ დაქვემდებარებულია;
▪️მართლმსაჯულების დამოუკიდებლობა – სანქცირებული მოსამართლეები და ნაცმოძრაობასთან გარიგებით არჩეული ხელისუფლებისადმი ლოიალური საბჭოს წევრები;
▪️ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლა – ქურდების მხრიდან „დაკრიშვა“ და წილში ჩაჯდომა, ფულის „ახევა“ ჩვეულებრივი წესია (რეგიონებში განსაკუთრებით პრობლემაა);
▪️ქმედითი საპარლამენტო კონტროლი – საპარლამენტო კონტროლის ფარგლებში მთავრობისთვის წერილებზე დარღვეული ვადები და პარლამენტში გამოუცხადებლობა;
▪️დეოლიგარქიზაცია – დანარჩენი პუნქტების შესრულებით ბუნებრივად უნდა აღმოფხვრილიყო ოლიგარქიული გავლენები ეკონომიკურ, პოლიტიკურ და საჯარო ცხოვრებაში, თუმცა, პუნქტების უმეტესობა არ შესრულებულა;
▪️დეპოლარიზაცია – კიდე უფრო მეტად გაღრმავებული პოლარიზაცია“, – წერს ის.

იტვირთბა....