ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ვწუხვართ მთავრობის გადაწყვეტილების გამო, დაუშვას რუსეთთან პირდაპირი ფრენები და სანქცირებული პირების საქართველოში შესვლა – ბორელი

ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ვიცე-პრეზიდენტმა ჯოზეფ ბორელმა Civil.ge-სთან ინტერვიუში საქართველოს მთავრობის რამდენიმე ბოლოდროინდელ გადაწყვეტილებაზე ისაუბრა.

ბორელის თქმით, „ქართული ოცნების“ მიერ რუსეთთან პირდაპირი ფრენების განახლება და სანქცირებული პირების საქართველოს ტერიტორიაზე შესვლა ეწინააღმდეგება ევროკავშირის პოლიტიკას.

„ძალიან ვწუხვართ მთავრობის გადაწყვეტილების გამო, დაუშვას რუსეთთან პირდაპირი ფრენების განახლება და სანქცირებული პირების საქართველოს ტერიტორიაზე შესვლა. ეს გადაწყვეტილებები ეწინააღმდეგება ევროკავშირის პოლიტიკას და საერთაშორისო მცდელობებს რუსეთის საერთაშორისო იზოლაციისკენ უკრაინაში მისი უკანონო ომისა და სისასტიკეების გამო“, – განაცხადა ბორელმა.

შეგახსენებთ, ბორელი საქართველოს დღეს ეწვევა. ის შეხვდება პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს, „ქართული ოცნებისა“ და ოპოზიციის ლიდერებს.

იტვირთბა....